|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

12 სექტემბერმდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოიზით, 12 სექტემბერმდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

11-12 სექტემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

11 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, 12 სექტემბერს კი +25, +30 გრადუსამდე დათბება.

 

ქ. თბილისში 11 სექტემბერს გრილი (დღისით +20, +22 გრადუსი) და დღის პირველ ნახევარში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დანარჩენ დღეებში კი (10 და 12 სექტემბერს) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა