ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ზაფხულის საღამოები“ ქალაქში დარჩენილთათვის

6 ივლისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

„ზაფხულის საღამოები“  ქალაქში დარჩენილთათვის

11 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ქუთაისში „ზაფხულის საღამოები“ გაიმართება. პროექტი ქუთაისის მერიის მიერ არის ორგანიზებული და რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას მოიცავს.

მონპლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე 2016 წლის 5 -9 სექტემბერს 21:00 საათზე რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება მოეწყობა.

ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 11, 16 და 21 აგვისტოს 19:00 სათზე 4 ქუთაისური ბენდის: ,,lost in music“; ,,museum“; ,,newface“, ,,13“ კონცერტი მოეწყობა.

23 აგვისტოს 18:00 საათზე ოპერის თეატრში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამოს ჩატარება.

3 სექტემბერს კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის და მომღერალ რატი დურგლიშვილის საღამო მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

24 აგვისტოსა და 4 სექტემბერს მოეწყობა კინოჩვენებები.

ღონისძიებებისთვის მერიამ 14 455 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, წინადადებების მიღება 29 ივლისს დასრულდება.

ღონისძიებები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველ წელს ზაფხული ცხელი დღეების გასალამაზებლად ტარდება.

თეგები: ზაფხულიკონცერტი