ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში რობი კუხიანიძის და ,,ფრანის’’ კონცერტი გაიმართება

6 ივლისი, 2016 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში რობი კუხიანიძის და  ,,ფრანის’’ კონცერტი  გაიმართება

9 ივლისს ქუთაისში რობი კუხიანიძის და ჯგუფის ,,ფრანი’’ კონცერტი გაიმართება.

კონცერტი თეთრ ხიდთან, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

ღონისძიება პროექტის ,,Check In Georgia’’ ფარგლებში იმართება.

რობი კუხიანიძე პანკ-როკ ჯგუფის -“Outsider” დამაარსებელი და ლიდერია. მან ეს ჯგუფი 90-იან წლებში ქუთაისში ჩამოაყალიბა და საკმაო წარმატებითაც სარგებლობდა. ცნობილია მისი კომპოზიციები: “ქალაქში ბნელა”, “დიმპიტაური”, “ტაია”, “ტანგო”…

ქუთაისური ჯგუფია “ფრანიც”. ის 2005 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სოლისტია გაგა ჩიხლაძე.

კონცერტი 20. 00 საათზე დაიწყება.

თეგები: Check-in Georgiaკონკურსი / ანონსირობი