ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მესის გადასახადების დამალვისთვის პატიმრობა მიესაჯა

6 ივლისი, 2016 • ნიუპრესი • 1

მესის გადასახადების დამალვისთვის  პატიმრობა მიესაჯა

ბარსელონისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ლიონელ მესის გადასახადების დამალვისთვის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

უცხოური მედია წერს, რომ პატიმრობა მიესაჯა ფეხბურთელის მამასაც, რომლის ხელშეწყობით მესიმ 2007-2009 წლებში 4,5 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის შემოსავალი დამალა და გადასახადების გადახდას აარიდა თავი.

არსებული ინფორმაციით, მესიმ შემოსავლების დასამალად ბელიზისა და ურუგვაის ოფშორები გამოიყენა.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, 2 წელზე ნაკლები სასჯელი შეიძლება პირობითი მსჯავრით შეიცვალოს.

თეგები: მესიპატიმრობასპორტი