ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მსახიობი რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს

12 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 22

მსახიობი რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს

სამართალდამცველები ამ დროისთვის თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ.

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
სამართალდამცველები ამ დროისთვის თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ.
“ამ ეტაპზე სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მიზეზი, თვითმკვლელობის შედეგად მიღებული ასფიქსია გახდა. თუმცა , საბოლოო დასკვნა გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი”,-აცხადებენ სამართალდამცველები.
მიმდინარე წლის ივლისში ჟურნალისტები წერდნენ, რომ რობინ უილიამსი ნარკოტიკებზე და ალკოჰოლური დამოკიდებულების პროგრამის ფარგლებში, სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდა. ამბობდნენ იმასაც, რომ მსახიობი დეპრესეშია იყო.
63 წლის მსახიობი ოსკარისა და რამდენიმე “ოქროს გლობუსის” მფლობელი იყო. ipn.ge

თეგები: გარდაცვლილინარკოტიკებირობინ უილიამსისაზოგადოება