კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში  პოეტ ზურაბ გორგილაძის ძეგლი გახსნამდე დააზიანეს

26 აგვისტო, 2026 • NewPress • 305

ქუთაისში  პოეტ ზურაბ გორგილაძის ძეგლი გახსნამდე დააზიანეს

ვანდალიზმის ფაქტი ქუთაისში

ქუთაისში  პოეტ ზურაბ გორგილაძის ძეგლი გახსნამდე დააზიანეს, –  გატეხილია ძეგლზე განთავსებული მარმარილოს ჯვარი და წიგნის ფორმის ფიგურა.

ინფორმაციას ქალაქის საპატიო მოქალაქე, ექიმი და პოეტი მერაბ კვიცარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ზურაბ გორგილაძის მონუმენტი მისი ინიციატივითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ავტოქარხნის სკვერში დაიდგა, თუმცა ძეგლის გახსნა ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა.

მერაბ კვიცარიძე ვანდალიზმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

თეგები: ვანდალიზმი