სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

”ქართული ოცნება” ახალ სახეებს 13 ივლისს წარადგენს

12 ივლისი, 2016 • ნიუპრესი • 1

”ქართული ოცნება”  ახალ სახეებს 13 ივლისს წარადგენს

პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 13 ივლისს ახალ სახეებს წარადგენს.

ახალი წევრების წარდგენა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოხდება. წინასწარი ინფორმაციით “ქართული ოცნების“ რჩეულები თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო კილაძე, თამარ ხულორდავა, მამუკა მდინარაძე, ირინა ფრუიძე, რომან კაკულია და სოფო ჯაფარიძე იქნებიან.

შეხვედრაზე მხოლოდ “ქართული ოცნების“ახალ სახეებს წარადგენენ, ხოლო საარჩევნო სიის გაცნობა მოგვიანებით მოხდება.
საზოგადოებას პარტიის ახალ წევრებს თავად პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.

თეგები: ქართული ოცნება