ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„80 წლის გადასახედიდან“- ქუთაისში ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

13 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 209

„80 წლის გადასახედიდან“- ქუთაისში ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ზურაბ ჯავახაძე 60-მდე წიგნის ავტორია.

ქართული სპორტის გამორჩეული ქომაგის, ზურაბ ჯავახიძის წიგნის პრეზენტაცია სპორტის მუზეუმში გაიმართა. „80 წლის გადასახედიდან“- ასე ქვია წიგნს, რომელიც ქუთაისის სპორტული მუზეუმის დამაარსებლის დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. წიგნში წარმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა წლებში დაბეჭდილი წერილები. ზურაბ ჯავახიძის განცხადებით, ამ წიგნში თავმოყრილია მისი განვლილი ცხოვრება.

“მინდა, რომ ქართული სპორტი წარმოვაჩინო მთელს სამყაროში. ეს წიგნი ეძღვნება ჩემს 80 წლის მანძილზე გაწეულ ნაშრომ-ნაამაგრ ცხოვრებას. აქ არის განთავსებული 850 საგაზეთო წერილი, თუ რას წერდნენ ჩემზე. მე ვარ 60-მდე წიგნის ავტორი და წინ კიდევ დიდი გეგმები მაქვს”,-აღნიშნავს ზურაბ ჯავახაძე.

წიგნი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

თეგები: ზურაბ ჯავახაძეწიგნი