ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ველორბოლა გაიმართება

14 ივლისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 91

ქუთაისში ველორბოლა გაიმართება

ფართომაშტაბიანი აქცია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას უკავშირდება.

ქუთაისში, 20 ივლისს, ველორბოლა გაიმართება. ფართომაშტაბიანი აქცია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას უკავშირდება. მის ორგანიზატორი „თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციაა.

ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, პირველი ღონისძიება კი ველორბოლა იქნება. მასში მონაწილოება ყველას შეუძლია, ვინც აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს.

ღონისძიება 19 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საათის მიმდებარე ტერიტორიასთან დაიწყება.

თეგები: ველორბოლამარათონი