ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს ENKA-ს სასარგებლოდ 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაეკისრა

16 სექტემბერი, 2026 • ირინა მაკარიძე • 51

საქართველოს ENKA-ს სასარგებლოდ 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაეკისრა

“ნამახვანჰესის” სამუშაოები უპრეცედენტო საპროტესტო მოძრაობის ფონზე შეჩერდა.

საქართველოს ENKA-ს სასარგებლოდ 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაეკისრა, – გადაწყვეტილება აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ მიიღო.
გადაწყვეტილება, რომელიც 2026 წლის 11 სექტემბრით არის დათარიღებული, მოჰყვა რამდენიმეწლიან საერთაშორისო სამართლებრივ დავას ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის ჩაშლის გამო.

საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამ კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს 383-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ამასთან, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი (SOFR+4%)-ის ოდენობით, რაც კომპენსაციის ძირს ერიცხება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე, ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება.

საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო. თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული.

საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის “ნამახვანჰესის” $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.

თეგები: ენკანამახვანჰესი