ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის 27 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

16 სექტემბერი, 2026 • ირინა მაკარიძე • 57

რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის 27 მილიონ  ლარამდე დაიხარჯება

სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 17 ოქტომბერს დაიწყება და 22 ოქტომბერს დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 698 647 ლარს შეადგენს.

უწყების ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და არსებული გზის საფარი ძლიერ დაზიანებულია.

პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია 6.8 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

ასევე, დაგეგმილია მეწყრულ მონაკვეთზე რკინაბეტონის კედლის მოწყობა.

მოეწყობა კიუვეტები, მიერთებები, გადაკვეთები, მოსახელობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.

განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 698 647 ლარს შეადგენს.

თეგები: ინფრასტრუქტურარიკოთიშემოვლითი გზა