სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქეთის მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

16 ივლისი, 2016 • ნიუპრესი • 1

თურქეთის მოვლენებთან დაკავშირებით  შსს განცხადებას ავრცელებს

თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს მოსახლეობას აცნობებს:

“საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში – შეუფერხებლად ხორციელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.

შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე”-ნათქვამია შსს -ს განცხადებაში.

თეგები: გადატრიალებათურქეთი