ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქეთის მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა

17 ივლისი, 2016 • ნიუპრესი • 32

თურქეთის  მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია,”- ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: გადატრიალებათურქეთი