ქუთაისში, სამტრედიის გზაგამტარი ხიდის მახლობლად ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობს საგანგებო სახანძრო სამსახურის 5 ბრიგადა. ხანძარმა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი უკვე გაანადგურა.
ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოშემკეთბელი სახელოსნოები ფუნქციონირებს.
მეხანძრეები ცდილობენ, ხანძრის კერების გავრცელება შეაჩერონ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
