ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს გაფართოების საშუალებას მისცემს”

18 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

„მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს  გაფართოების საშუალებას მისცემს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა კუთხე და სოფელი ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე, კომფორტული ინფრასტრუქტურით უნდა დაუკავშირდეს. პრემიერის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომ ხალხს ცხოვრება, მიმოსვლა, ვაჭრობა გაუადვილდეს.

„მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს მისცემს გაფართოების საშუალებას. ბიზნესის გაფართოება კი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ. დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს. ჩვენ განათლების სისტემას შევცვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას. ისინი შეიძენენ ისეთ პროფესიას, რომელიც სამსახურს მისცემს მათ და რეალიზების საშუალებას გაუჩენს “, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას.

თეგები: გიორგი კვირიკაშვილი