ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

50 000 ლარი ახალგაზრდული ბანაკებისათვის

22 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

50  000 ლარი ახალგაზრდული ბანაკებისათვის

ქუთაისის მერია 10 000 და 40 000 ლარიან ტენდერებს ახალგაზრდული ბანაკისთვის აცხადებს.

ტენდერი ცხადდება საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის შავი ზღვისპირეთის კურორტის ბანაკისათვის სასტუმრო მომსახურებობისათვის 195 პირზე 19 დღით. მეორე ტენდერი კი ასევე ზღვის კურორტზე ახალგაზრდული ბანაკისათვის სასტუმროს მომსახურებისათვის 70 პირზე 5 დღით.

“მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ზღვის კურორტზე ახალგაზრდული ბანაკისათვის სასტუმროს მომსახურება 70 პირზე 2016 წლის 1 სექტემბრიდან, 6 სექტემბრის ჩათვლით, უზრუნველყოს კვება დღეში სამჯერ.

სასტუმროში უნდა იყოს ერთი მცირე (მინიმუმ 25 მონაწილესათვის) და ერთი დიდი საკონფერენციო დარბაზი (მინიმუმ 70 მონაწილესათვის), სამუშაო მაგიდები (თითო მაგიდა 4-5 მონაწილისათვის.), პროექტორი, პროექტორის დაფა.

ასევე, “მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის შავი ზღვისპირეთის კურორტის ბანაკისათვის სასტუმრო მომსახურება სამ ნაკადად, 7-7 დღე (თითოეულ ნაკადზე 65-65 პირი, სულ 195 პირი 19 დღე) ხელშეკრულების დადებიდან 19 კალენდარული დღის განმავლობაში. სასტუმროში უზრუნველყფილი უნდა იყოს სამჯერადი კვება.

სასტუმრო ზღვის სანაპიროდან 100-150 მეტრის რადიუსში უნდა მდებარეობდეს.

თეგები: ბანაკიქუთაისის მერია