ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსეთის მთავრობა იმპორტულ ტანსაცმელს კრძალავს

17 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 24

რუსეთის მთავრობა იმპორტულ ტანსაცმელს კრძალავს

ხელისუფლების თქმით, მათი მიზანია, თავად რუსეთში განვითარდეს მსუბუქი მრეწველობა.

რუსული სანქციები ამიერიდან ტანსაცმელზეც გავრცელდება. რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდა სახელმწიფო შესყიდვები მსუბუქი მრეწველობის საქონელზე უცხოელი მომწოდებლებისაგან. ეს შეზღუდვა არ შეეხება კერძო ბიზნესმენებს, რომლებიც ქვეყანაში ტანსაცმლის შეტანით არიან დაკავებულნი. საუბარია მხოლოდ სახელმწიფო სახსრებით შეძენილ საქონელზე. ამ საქონელს შორის მოხვდა ქსოვილები, სპეცტანსაცმელი, თეთრეული, ტყავისა და ბეწვის ტანისამოსი. ხელისუფლების თქმით, მათი მიზანია, თავად რუსეთში განვითარდეს მსუბუქი მრეწველობა. რუსეთის პრემიერის ბრძანებით, აკრძალვები დაწესდა იმ ქვეყნების საქონელზე, რომელთაც რუსეთს დაუწესეს სანქციები.

წყარო: unian.net

“info9”

თეგები: მუსბუქი მრეწველობარუსეთისაზოგადოებაშეზღუდვები