კვირა, 20 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს ოპერაცია ჩაუტარდა

25 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 54

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს ოპერაცია ჩაუტარდა

პაციენტების მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

ქუთაისი სამტრედიის გზაზე მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს ოპერაცია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში უტარდებათ. როგორც კლინიკის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ „ნიუპრესს“ განუცხადა, ანა ბუაძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

„ამ დროისთვის ოპერაცია ყბა-სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის გამო ჩაუტარდა ანა ბუაძეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დაშავებულების მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ისინი კვლავ მართვის სუნთქვაზე იმყოფებიან“,-აღნიშნა კლინიკის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი დაშავდა და 3 დაიღუპა. დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მერაბ კვირიკაშვილი კი მკურნალობას პალატაში განაგრძობს.

თეგები: დაშავებულებიოპერაციაქუთაისი