ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ბიბლუსი გალერეა” ქუთაისში, შესაძლოა, წლის ბოლოს გაიხსნას

26 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 30

“ბიბლუსი გალერეა” ქუთაისში, შესაძლოა, წლის ბოლოს გაიხსნას

ანტონ სინატაშვილის მიერ შედგენილ პეტიციას 2 000–მა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი.

ქუთაისში “ბიბლუსი გალერეას” შექმნის მოთხოვნით ორი ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვდა. როგორც იდეის ავტორი ანტონ სინატაშვილი “ნიუპრესთან” საუბარში განმარტავს, ახლა გადაწვეტილება “ბიბლუსის” წარმომადგენლემა უნდა მიიღონ.

“ხელმოწერები შეგროვდა, ახლა გამოხმაურებას ველოდები “ბიბლუსის” წარმომადგენლებიდან. მათ აქვთ ინფორმაცია ხელმოწერებთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ბათუმში იხსნება ეს გალერეა. იმ შემთხვევაში, თუ იქნება საზოგადოების აქტიური მოთხოვნა, მათი განცხადებით, წლის ბოლომდე გალერეა ქუთაისშიც გაიხსნება, შესაძლოა, უფრო ადრეც. ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ხელმოწერებმა აჩვენა, რომ ქუთაისში გალერეის გახსნის დიდი სურვილი არის”,–აღნიშნა სინატაშვილმა.

შეგახსენებთ, ქუთაისში “ბიბლუსი გალერეას” შექმნის ინიციატივა სწორეთ ანტონ სინატაშვილმა გააჟღერა. მის განცხადებას, ბიბლიოთეკაში წიგნების დეფიციტთან დაკავშირებით კი, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზ ჩოგოვაძე გამოეხმაურა.

თეგები: ბიბლუსიგალერეაქუთაისი