|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიბლიოთეკის ხარჯზე ნუ ცდილობენ პიარის გაკეთებას"- ნარგიზი ჩოგოვაძე

ქუთაისში "ბიბლუსის გალერეის" გასხნის მოთხოვნას კერძო ინტერესით ხსნის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზ ჩოგოვაძე. მისი განცხადებით,  გალერეას  გახსნის იდეას მიესალმება, თუმცა განცხადება, რომ ბიბლიოთეკებში წიგნები არ არის,  შეურაცხმყოფელია.

"თუ ვინმეს სურს, "ბიბლუსის გალერეა" გახნას, ეს მათი ნებაა და ვერავინ დაუშლის. მეც მომხრე ვიქნები, რაც მეტი მსგავსი დაწესებულება იქნება ქალაქში, თუმცა იმის მტკიცება, რომ გალერეის გახსნა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბიბლიოთეკებში წიგნები არ არის,  შეურაცხმყოფელია. დაახლოებით მილიონი წიგნია ჩვენს საცავში, რასაც დაემატება ფილიალებში არსებული წიგნები. 12 ფილიალი გვაქვს და ყოველთვის ხდება მათი განახლება ახალი წიგნებით. არ ვამბობთ, რომ ყველა წიგნია. არის შემთხვევები, როდესაც არ გვქონია რაიმე წიგნი, მაგრამ ეს არც თუ ხშირად ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. უნიკალური წიგნებია ჩვენს ბიბლიოთეკაში და ვისთვის აღმოჩნდა არასაკმარისი,  ცოტა გაუგებარია", –აცხადებს ჩოგოვაძე. მისი თქმით, ბიბლიოთეკა ახალი წიგნების შესაძენად ტენდერს წელიწადში ორჯერ აცხადეს, თუმცა,  ყოფილა შემთხვევა, რომ საყიდელი  წიგნები ვერ მოუპოვებიათ.

"რამდენიმე ათასიან ტენდერს ვაცხადებთ წელიწადში ორჯერ.   ხდება განახლება, ახალი წიგნების შეძენა. ზოგჯერ ვეძებთ წიგნებს, რომ ტენდერში ჩავუშვათ და შევიძინოთ, მაგრამ ფიზიკურად არ არის, არ იბეჭდება ახალი წიგნები. ჩვენ არც წიგნი გვაკლია და არც მკითხველი, მაგრამ ბიბლიოთეკის ხარჯზე ნუ ცდილობენ პიარის გაკეთებას", – განაცხადა ნარგიზ ჩოგოვაძემ.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისში "ბიბლუსის გალერეის" გახსნის მოთხოვნით პეტიციებზე ხელმოწერები გროვდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი