ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოლიმპიადაზე იმერეთიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს

26 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 81

ოლიმპიადაზე იმერეთიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს

სანდრო ბაზაძე, ლაშა ტალახაძე და იაკობ ქაჯაია გამარჯვებისათვის იბრძოლებენ.

ზაფხულის 31-ე ოლიმპიადაზე ბრაზილიაში იმერეთიდან სამი სპორტსმენი გაემგზავრა. როგორც “ნიუპრესს” იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო რობაქიძემ განუცხადა, ქუთაისელი სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში იასპარეზებს, საჩხერედან ლაშა ტალახაძე – ძალოსნობაში, ხოლო წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია ბერძნულ –რომაული ჭიდაობაში იბრძოლებს პირველობისათვის.

“იმერეთიდან საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 3 სპორტსმენი წარმოადგენს. სამივე წარმატებული სპორტსმენია. ისინი მომზადებულები არიან გამარჯვებისათვის. განწყობაც აქვთ შესაბამისი, რომ კარგი შედეგები მოიპოვონ”,–აღნიშნა რობაქიძემ.

ოლიმპიადა მარაკანას სტადიონზე 5 აგვისტოს გაიხსნება და 26–ში დასრულდება. ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 39 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ისინი სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ.

თეგები: ოლიმპიადარიოსაქართველოსპორტი