სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თეთრ ხიდთან ფესტივალი “ეთნო– ჯორჯია” გაიმართება

28 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 98

თეთრ ხიდთან ფესტივალი  “ეთნო– ჯორჯია”  გაიმართება

შემოდგომიდან ქართული ეთნოგრაფიის ფესტივალები საზღვარგარეთ ჩატარდება.

ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 აგვისტოს სტარტს აიღებს ფესტივალი „ეთნო-ჯორჯია“, რომლის მიზანი ქართული ეთნოგრაფიის პოპულარიზაციაა. ფესტივალი საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოივლის.

ფესტივალის ფარგლებში ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის, ცისფერყანწელთა ქუჩის და თეთრის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა და პარალელურ რეჟიმში ფოლკლორული კონცერტი.

ფესტივალს მხარს უჭერს ქალაქ ქუთაისის მერია. დასწრება თავისუფალია.

შემოდგომიდან ქართული ეთნოგრაფიის ფესტივალები საზღვარგარეთ ჩატარდება. ფესტივალი “ეთნო–ჯორჯია” წარმოადგენს ქართული ეთნოგრაფიის ახალგაზრდულ ფესტივალს საზღვარგარეთ. შემოდგომაზე ფესტივალი სტარტს აიღებს თურქეთში, ქალაქ სტამბულში. ფესტივალის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს საქართველოს კულტურა და ტრადიციები.

თეგები: "ეთნო–ჯორჯია"ფესტივალიქუთაისი