ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

32 პროცენტი “ქართულ ოცნებას”, 26 – “ნაციონალურ მოძრაობას“

29 ივლისი, 2016 • ნიუპრესი • 1

32 პროცენტი “ქართულ ოცნებას”,  26 – “ნაციონალურ მოძრაობას“

32 პროცენტი “ქართულ ოცნებას” 26 – “ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთია NDI-ის უახლესი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები. მონაცემები იმ გამოკითხული რესპოდენტების პასუხების მიხედვითაა შედგენილი, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% – “პატრიოტთა ალიანსს” მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისათვის, 2% – არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

კვლევის ავტორების თანახმად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, ამასთან არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი, შედეგები, შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.

თეგები: ნაციონალური მოძრაობაოცნება