ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“პატრიოტთა ალიანსმა” ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

29 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

“პატრიოტთა  ალიანსმა” ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ნინო ონიანი მაჟორიტარობის მანდატის მოსაპოვებლად #47 ოლქში იბრძოლებს, გია ბახტაძე #48-ე ოლქში. ირმა ინაშვილის თქმით, ქუთაისში მაჟორიტარობის მესამე კანდიდატს მოგვიანებით დაასახელებენ. “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ლიდერი, გოგი წულაია, რომელიც კახა კუკავამ # 49 ოლქის მაჯორიტარობის კანდიდატად ბლოკში გაერთიანებამდე წარადგინა, ამ ეტაპზე მაჟორიტარობის კანდიდატად არ დასახელებულა. წულაიას განცხადებით, მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყეტილება ჯერ მიღებული არაა.

თეგები: გოგი წულაიაპატრიოტთა ალიანსი