ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი არ შედგა

1 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 35

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი არ შედგა

“რესპუბლიკელი” თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 17–მა დეპუტატმა დაუჭირა.

ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება ვერ მოხერხდა. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, თავმჯდომარის გადაყენებას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა.
საკრებულოს სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ინგა მაღრაძის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის წამოწევა პოლიტიკურად მოტივირებულია.

თეგები: არშედგათავმჯომარეიმპიჩმენტი