კვირა, 20 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თინა ხიდაშელს ლევან იზორია, პაატა ზაქარეიშვილის კი – ქეთი ციხელაშვილი შეცვლის

1 აგვისტო, 2016 • ნიუპრესი • 34

თინა ხიდაშელს ლევან იზორია, პაატა ზაქარეიშვილის კი – ქეთი ციხელაშვილი შეცვლის

პრემიერმა მინისტრები წარადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი თავდაცვის მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წარადგინა.
თინა ხიდაშელის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთი ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.
ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.
კიდევ ერთმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა, რითაც „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო. აგულაშვილი ”ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან” გეგმავს თანამშრომლობას.

თეგები: ბრიფინგიმინისტრებიპრემიერი