ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველოს ლაშა ტალახაძემ მოუტანა

17 აგვისტო, 2016 • ნიუპრესი • 111

პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველოს  ლაშა ტალახაძემ მოუტანა

ლაშა ტალახაძე იმერეთის წარმომადგენელია.

პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი საქართველოს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა.

22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ, აკვრაში კი 258 კგ დააფიქსირა. ტალახაძის მაჩვენებელი ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია.

ლაშა ტალახაძე იმერეთის წარმომადგენელია. ის საჩხერიდანაა. იმერეთიდან ოლიმპიურ თამაშებზე სამი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, ქუთაისელი სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ასპარეზობს, საჩხერედან ლაშა ტალახაძე – ძალოსნობაში, ხოლო წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი – 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული. ქვეყანა ამ მონაგარით მე-40 ადგილს იჭერს.

თეგები: იმერეთილაშა ტალახაძეოქრო