ოლიმპიადაზე იმერეთიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს
ზაფხულის 31-ე ოლიმპიადაზე ბრაზილიაში იმერეთიდან სამი სპორტსმენი გაემგზავრა. როგორც "ნიუპრესს" იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო რობაქიძემ განუცხადა, ქუთაისელი სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში იასპარეზებს, საჩხერედან ლაშა ტალახაძე - ძალოსნობაში, ხოლო წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია ბერძნულ –რომაული ჭიდაობაში იბრძოლებს პირველობისათვის.
"იმერეთიდან საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 3 სპორტსმენი წარმოადგენს. სამივე წარმატებული სპორტსმენია. ისინი მომზადებულები არიან გამარჯვებისათვის. განწყობაც აქვთ შესაბამისი, რომ კარგი შედეგები მოიპოვონ",–აღნიშნა რობაქიძემ.
ოლიმპიადა მარაკანას სტადიონზე 5 აგვისტოს გაიხსნება და 26–ში დასრულდება. ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 39 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ისინი სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი