სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

21 აგვისტო, 2016 • ნიუპრესი • 37

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

თბილისი-სენაკის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

ავარია გზის იმ ნაწილზე მოხდა, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

სატვირთოს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ქალი და ბავშვი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

თეგები: ავარიამაგისტრალი