როგორც “ნიუპრესს” შსს-დან აცნობეს, ქუთაისი-ბაღდათის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა ამ დილით მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხეს დაეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი სერიოზულად არ დაშავებულა.
გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
