გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში არამდგრადი, ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში იწვიმებს საღამოს და ღამის საათებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა-ელჭექით არის მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, თბილისში – 27-29 გრადუსი.