„არ არის ნორმალური, როცა კანდიდატი დადის შეხვედრებზე და მას კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები დაყვებიან და მოსახლეობას აშინებენ, რომ არ გამოვიდნენ შეხვედრაზე და რომ არ ქონდეთ კომუნიკაცია ჩვენს კანდიდატთან,“ – განაცხადა “ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
საქმე ეხება ხარაგაული-ბაღდადის “ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი კანდიდატის გიგა გლუნჩაძის მოსახლეობასთან შეხვედრას, რომელიც მუქარისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა,
ხარაგაულის სოფლებში, უბისასა და ბორითში ხარაგაული-ბაღდადის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის და შტაბის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის ჩაშლა ერთი და იმავე პიროვნებამ სცადა.
მაჟოროტარობის კანდიდატმა გიგა გლუნჩაძემ, რამდენჯერმე გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი, თუმცა სამართალდამცავები ადგილზე თითქმის 1 საათიანი დაგვიანებით, მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოცხადდნენ.
მომხდართან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.