ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ სხვადასხვა სახის დიეტებსა და კვების რაციონს სთავაზობენ და აუცილებლად ურჩევენ შეამცირონ ცხიმის მიღება. ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბალნახშირწყლოვანი დიეტა მეტად ეფექტურია, ვიდრე უცხიმო დიეტა . ტორონტოს კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერების აზრით, დაბალნახშირწყლოვანი დიეტა დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ სწრაფად.
ექსპერიმენტით აღმოჩნდა, რომ დაბალნახშირწყლოვანი და უცხიმო დიეტები ფაქტიურად ყველაზე ეფექტურია. კვლევის დასრულების შემდეგ, მოხალისეებმა , რომლებმაც დაბალნახშირწყლოვანი დიეტა აირჩიეს ექვს თვეში 8,5 კგ. დაიკლეს, ხოლო ვინც უცხიმო დიეტაზე დაჯდა მხოლოდ 7 კგ-ს დაკლება შეძლეს ისიც ერთ წელიწადში.
შეგახსენებთ, ნახშირწყლებს შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტები როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, თაფლი. ეს პროდუქტები აუცილებელია ჩვენს ყოველდღიურ მენიუში, რადგან ისინი გარდა ნახშირწყლებისა შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს. მათი გამორიცხვა არაფრით არ შეიძლება. დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დროს უარი უნდა თქვათ – ტკბილეულზე, დესერტზე, კანფეტზე, საკონდიტრო ნაწარმზე, ქარხნული წარმოების წვენებზე, გაზიან სასმელებზე, ნაყინზე, პურ-ფუნტუშეულობაზე.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომელი დიეტაც არ უნდა აირჩიოთ მთავარია – მკაცრად დაიცვას ის. რეგულარული ვარჯიში – კვების მიმართ გონივრული მიდგომა, ეს საუკეთესო კომბინაციაა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად.
წყარო: info9.ge