ქუთაისში, ბალახვანში, მშენებარე კორპუსიდან 43 წლის მამაკაცი გადმოვარდა.
როგორც თვითმხილველი აცხადებს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.