სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათის ყოფილი გამგებელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

9 სექტემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 61

ბაღდათის  ყოფილი გამგებელი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ირაკლი გეგეშიძემ 230 000 ლარის გირაოს გადაიხადა.

ბაღდათის ყოფილი გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე, გირაოს 230 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გეგეშიძეს, ბრალად სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდა.

ბაღდათის გამგებელი 26 აპრილს, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. საქმე 2015 წლის 26 თებერვალს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ეხება, რომელიც სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა’’ ბაღდათი – ზეგანი – საკრაულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა.

წყარო: Topnews.ge

თეგები: ბაღდათიირაკლი გეგეშიძე