ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ამ პროგრამების განხორციელება უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის” (R)

15 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 23

“ამ პროგრამების განხორციელება უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის” (R)

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქარელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქარელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში ქარელის რაიონის სოფლების: ღვლევის, ქვენაფლავის, ხეობის, ჭანდრებისა და ქვემო ხვედურეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ესაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც დაგეგმილია. “ამ პროგრამების განხორციელება უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, რითიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა“,-აღნიშნა თოთლაძემ.

თეგები: პოლიტიკა