ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა (R)

16 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 25

არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა (R)

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაზრდა და გაძლიერება იქნება.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „ეს სოფელი მდინარეების – ბჟუჟის და ნატანების შუამდინარეთია, ძლიერი ოჯახებით და შესაძლებლობებით. თქვენ პოლიტიკაში კარგად ერკვევით და მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და სწრაფ განვითარებას. 9 ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები და ახალი სამეწარმეო პროექტები შევთავაზოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას”, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაზრდა და გაძლიერება იქნება.

თეგები: არჩევნების 2016პოლიტიკა