13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთ სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 7 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს მთავარი მორეაგირე უწყება იყო, რომლის თანამშრომლები სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. მეხანძრე-მაშველები პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2015 წლის 13 ივნისს მომხდატ სტიქიურ უბედურებას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი