|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად, ავტოკატასტოფის შედეგად  დაიღუპა.

პოეტი, მუსიკათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი,  ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. მერაბ კოსტავა 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა ხალხის გვერდით, ხალხმა მას სიყვარულით "შავლეგო" შეარქვა. 

"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" რიგითი შეკრება იყო ქუთაისში. თბილისიდან ჩამოსული იყვნენ თამარ ჩხეიძე, ზურაბ ჭავჭავაძე და მერაბ კოსტავა. მაშინ ეს იყო არაფორმალური საზოგადოება, რომლის წევრი მეც ვიყავი 1988 წლიდან", -იხსენებს ქუთაისის საკრებულოს  წევრი ირმა პეტრიაშვილი "ნიუპრესთან" საუბარში. "შეხვედრის შემდეგ ქუთაისში დარჩნენ და დილით ადრე გაემგზავრნენ. მაშინ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა, რა დროსაც დაიღუპა მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე კი დაშავდა და  69-ე დღეს გარდაიცვალა. ეს ავარია დღემდე ბურუსითაა მოცული", -აღნიშნავს ირმა პეტრიაშვილი. მისი თქმით,  მერაბის დაკარგვით ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ დაკარგა ის ძირითადი საყრდენი, რომელსაც შემდეგ ქართული სახელმწიფო უნდა დამყარებოდა. "მერაბის დროს ლიდერები ურთიერთობას დიალოგის რეჟიმში ახეხხებდნენ, მისი  გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის დაპირისპირება, რამაც ქვეყანა ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანა", -აღნიშნავს ეროვნული მოძრაობის ყოფილი წევრი.

ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლი  2007 წელს დაიდგა მერაბ კოსტავას საზოგადოების ინიციატივითა და დაფინანსებით.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა