|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას 130 ათასამდე ადამიანი ვერ მიიღებს

130 ათასამდე პირი პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას ვერ აიღებს. ბიუჯეტში მათთვის თანხები გათვალისწინებული არ არის, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით,  პენსია მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის იზრდება.  გაზრდილ თანხებს ვერ მიიღებენ 23 ათასი მარჩენალდაკარგული და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

„მოხდა პენსიების ზრდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და 125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე. 2015 წლის შემდეგ, მათ არ მომატებიათ არცერთი თეთრი. ეს ბიუჯეტი არის ფიქტიური ბიუჯეტი, ტყუილია, რომ იზრდება 300 მილიონით. დაახლოებით 300 მილიონი გადამალული აქვთ და ვინც ბევრს იყვირებს დეკემბერში, იმას მისცემენ ფულს. ამ ადამიანებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდას სჭირდება მხოლოდ 30 მილიონი ლარი,“-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი, რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ,  2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება.  2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განმარტების თანახმად, "სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან".

 საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. 

ავტორი: ნიუპრესი