|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალური მოძრაობა“არის იდეალისტთა ჯგუფი, რომელიც არის რეგიონებში - ფავლენიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეალისტთა ჯგუფი, რომელიც არის რეგიონებში, მე მინდა მივესალმო პარტიის ამ გაუტეხელ წევრებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.  

როგორც მან აღნიშნა, „ოპოზიციის ალიანსი“ არის თანამშრომლობის ფორმატი, თუმცა ყველა პარტია ზრუნავს თავის სტრუქტურულ გაძლიერებაზე. მისივე თქმით, იმერეთსა და სხვა რეგიონში გამართული შეხვერდრებისას გულწრფელად გაუკვირდა ის ენთუზიაზმი, რაც მისი პარტიის წევრებს აქვთ. 

„ჩვენ გვყავს პარტიული სტრუქტურები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არიან, ოღონდ ათეული წლებია და მათ კიდევ სხვანაირი სიმყარე აქვს, იმდენ რეპრესიასა და დაბრკოლებას გაუძლეს. ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს, შეხვედრა გვქონდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის იმერეთში შევხვდით ჩვენი პარტიული სტრუქტურის თითქმის ყველა წევრს, კახეთში შევხვდით, კასპში შევხვდით და გრძელდება, მთელ საქართველოს მოვიცავთ აუცილებლად. 

„ოპოზიციის ალიანსი“ არის თანამშრომლობის ფორმატი, თუმცა შიდა პარტიულ დღის წესრიგზე უარს არცერთი პარტია არ ამბობს, ყველა პარტია ცდილობს საკუთარი პარტიული სტრუქტურა გააძლიეროს. ჩვენც ამ მხრივ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს თავისთავად ძლიერი. 

მინდა გულწრფელად გითხრათ, მართლა გამიკვირდა ის ენთუზიაზმი, გაუტეხელობა, რაც აქვთ ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის სტრუქტურის წევრებს. რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანს მოუწია, სამწუხაროდ, ემიგრაციაში წასვლა. ზოგიერთი კი არა, უდიდესი ნაწილი არის დროებით ემიგრაციაში წასული, უბრალოდ, ოჯახის ლუკმა-პურისთვის არიან წასულები და აპირებენ ჩამოსვლას, როცა გადამწყვეტი ფაზა იქნება მათთვის...

ვინც არიან ადგილზე, მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ მათზე ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული „ოცნებას“, სხვადასხვა დროს „ოცნების“ პარტაქტივსაც, სიპებსაც, აიპებსაც. არა მხოლოდ დაშინების კუთხით, მინდა ხალხმა გაიგოს, არამედ „მოქრთამვის“ კუთხითაც, - ამ ხალხს აქვს ძალიან დიდი ინსტიტუციონალური მეხსიერება, ნამუშევარი აქვს საკრებულეობში, გამგეობებში. ასეთი ხალხი სანთლით არის საძებნელი. ცდილობდნენ მათ გადაქაჩვას, მაგრამ ეს ხალხი მტკიცედ დგას.

მთავარი საყრდენი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც გააჩნია, რასაც ივანიშვილმა ვერ მოუხერხა ვერაფერი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეალისტთა ჯგუფი, რომელიც არის რეგიონებში, მე მინდა მივესალმო პარტიის ამ გაუტეხელ წევრებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.     .    

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა