სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

26 სექტემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში  წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

„მოიზღვავე წიგნები“- ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 28-29 სექტემბერს წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება 12:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

მკითხველს გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში შეუძლია შეიძინოთ საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის წიგნები.

პროექტს კომპანია „ირიათონი“ მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს აქციას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში, რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით გულისხმობს.

„მოიზღვავე წიგნები“ – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და ზუგდიდში.

გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

თეგები: ქუთაისიწიგნები