სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული

7 ოქტომბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში  161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ქუთაისში 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული. #59 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უბნების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა შემდეგია: #47 მაჟორიტარული ოლქში 53 089 ამომრჩეველია, #48 მაჟორიტარული ოლქში – 54 064 ამომრჩეველი, #49 ოლქში კი, 54 556 ამომრჩეველი.

შეგახსენებთ, 2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. სამაჟორიტარო უბნების საღვრები ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით ჩამოყალიბდა. ქუთაისის 3 მანდატის მოპოვებას 33-კანდიდატი ცდილობს.

სამივე მაჟორიტარულ ოლქში, ჯამში ქუთაისში შემავალი 123 უბანი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის 5 საარჩევნო უბანია, რასაც ერთი სპეცუბანი (#2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში) ემატება, ჯამში უბნების რაოდენობა 129-ს შეადგენს.

თეგები: ამომრჩეველი