სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის 42,3 %-მა მიიღო

8 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის 42,3 %-მა მიიღო

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ქუთაისში მონაწილეობა 68 503 ამომრჩეველმა მიიღო. ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 42,36% -ს შეადგენს. ეს შედეგი 2012 წლის არჩევნებთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. საერთო ჯამში, ქუთაისის სამი სამაჟორიტარო ოლქის 129 უბანზე 28 საჩივარი დაიწერა. ოსეფაიშვილის განცხადებით, #79 (# 49 ოლქი) და #117 (#48ოლქი) უბნებზე გადასატანი ყუთები გაბათილდა. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე საავტომობილო გზა, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია, რაც საარჩევნო კომისიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

თეგები: არჩევნები