სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ამომრჩეველთა აქტივობამ წყალტუბოში 53% შეადგინა

8 ოქტომბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ამომრჩეველთა აქტივობამ წყალტუბოში 53% შეადგინა

წყალტუბოში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყო მონაცემების დაჯამება. გიორგი ნიჟარაძის თქმით, ოლქები უკვე დაიხურა და სავარაუდოდ, 2 საათში დაჯამებული მონაცემები გახდება ცნობილი.

“ამომრჩეველთა აქტივობამ წყალტუბოში 53% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 27 915 ამომრჩეველია. ბოლო საათების განმავლობაში მხოლოდ 1 საჩივარი დავაფიქსირეთ. მარკირების სითხე არ იყო დასხურებული, ამის შესახებ მივიღეთ საჩივარი. მთლიანობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა პროცესები ყველა უბანში და ვფიქრობ, რომ მშვიდობიანად გაგრძელდება ხმის დათვლის პროცედურები“ – განაცხადა წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომპანიის თავმჯდომარემ.

57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 52 308-ს შეადგენს. ჯამში 68 უბანია.

თეგები: არჩევნები