07:00 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 50.16%, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 26.65% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 2213-ის მონაცემები აქვს დათვლილი, რაც უბნების 59.78%-ია.
2213 უბანზე დათვლილი ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ” – ხმათა 4.86% მიიღო, „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” – 4.05%, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – 3.63%, „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” 3.3%, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 3.02% „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები” – 1.46%, „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – ამომრჩეველთა 0.84%-ის მხარდაჭერა მიიღო.
