ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კონკურსი სტუდენტებისათვის -“მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება

23 ოქტომბერი, 2014 • ნიუპრესი • 18

კონკურსი სტუდენტებისათვის -“მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება

სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა) სტუდენტებისათვის სამეცნიერო კონკურსი გამოაცხადა

მედიაციის ცენტრი საქართველოში სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

კონფერენციაში: “მედიაცია, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება.“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის, ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

საკონკურსო ნაშრომების მიღებისა და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში: „მედიაციის განვითარება საქართველოში: პერსპექტივა და გამოწვევები“ რომელც გაიმართება 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს მედიაციის ცენტრის და პოლონეთის მედიაციის ცენტრის ორგანიზებით.

პროექტის : „მედიაცია საქართველოში – კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი“, ფარგლებში. რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებენ „მედიაციის ცენტრი“ და „მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“ პოლონელ პარტნიორებთან ერთად „პარტნიორები პოლონეთი“.

საკონკურსო თემა უნდა იყოს შემდეგი სახის:
სრული ტექსტი 4-6გვ. (თავფურცელის ჩათვლით);
შრიფტი: Sylfaen;
ხაზებს შორის დაშორება-1.5;
შრიფტის ზომა-12

საუკეთესო ნაშრომების ავტორები კონფერენციაზე წარადგენენ მაქსიმუმ 15 წუთიან პრეზენტაციას. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართება დისკუსია განხილული თემის გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურის მიერ აირჩევა 3 საუკეთესო პრეზენტატორი რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
1-ლი ადგილი: 500 ლარი; მე-2 ადგილი: 350 ლარი; მე-3 ადგილი : 200 ლარი;
გაიცემა სამი სახის სერთიფიკატი: მონაწილის(ვინც მხოლოდ გამოგზავნა აპლიკაცია, მაგრამ არ აირჩა) კონფერენციაზე თემის წარმდგენელის და გამარჯვებულის (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მქონე). რომლებიც დასაჩუქრდებიან „საქართველოს მედიაციის ცენტრის და პოლონეთის მედიაციის ცენტრის“ მიერ გამოცემული წიგნებით.

საკონკურსო თემა უნდა გამოიგზავნოს 6 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@mediacia.org.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: megibibiluri@gmail.com
CSO.GE

თეგები: დემოკრატიის ხელშეწყობაკონკურსი / ანონსიმედიაციის ცენტრისამეცნიერო კონკურსი