ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 51 წლის თემურ კაკაურიძე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 7 ოქტომბერს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს, მე-6 უბანზე მოხდა.
„როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დილით, 07:00 საათზე, როდესაც მაღაროში დილის ცვლის მეშახტეები ჩავიდნენ, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, მან გონება დაკარგა და წაიქცა. გარდაცვლილს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა“, – განაცხადა დოლაბერიძემ.
მისივე თქმით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“მუშების განცხადებით, წინა დღეებში მაღაროში „დაგაზიანება იყო“, ანუ ნახშიროჟანგი იყო დაგროვილი“, – აღნიშნა დარგის პროფკავშირის თავმჯდომარემ.
დოლაბერიძის ინფორმაციით, თემურ კაკაურიძემ მაღაროში მუშობა სამი თვის წინ დაიწყო.