”პარლამენტი არის მშვენიერ ადგილას ქუთაისში, ჩემი აზრით, ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ჩემი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა – თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეცდომაში შეიყვანთ თქვენს ამომრჩეველს. ძალიან მკაფიოდ რამოდენიმე დღის უკან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის და უმრავლესობა არ დააპირებს ხელის გადაგრეხვით იმოქმედოს და თუ ქუთაისელ ხალხს აქვს სურვილი პარლამენტი იქ იყოს, პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, ქუთაისს აქვს დიდი პერსპექტივა და 3-4 წელიწადში ქუთაისი სულ სხვა შესაძლებლობების ქალაქის გახდება.
”რამდენიმე დღის წინ, პრემიერის საზოგადოებასთან გამართულმა შეხვედრამ, მე მომცა აბსოლუტური განცდა და გარანტია, რომ ამაზე მსჯელობა არც იქნება”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისი თქმით, თუ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი დაისმება, ის წინააღმდეგი იქნება.
”მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, 99,9 პროცენტის ალბათობით, რომ ეს საკითხი პარლამენტში არ დაისმება”, -აღნიშნა ნარჩემაშვილმა.