სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის სამუშაო საათებს ამცირებენ

18 ოქტომბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის  სამუშაო საათებს ამცირებენ

ქუთაისში შიდა საქალაქო ტრანსპორტი 1 ნოემბრიდან ზამთრის გრაფიკზე გადადის. როგორც ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ცხვედიანი აცხადებს, მიკროსამარშუტო ტაქსები მუშაობას დილის 7-ის ნახევრის ნაცვლად 7 საათზე დაიწყებენ, ხოლო საღამოს 23 საათის ნაცვლად 22 საათსა და 30 წუთამდე იმუშავებენ.

“ჩვენ შევიმუშავეთ ზამთრის და ზაფხულის სამარშუტო გრაფიკი. გამომდინარე იქედან, რომ ზამთრის სეზონი იწყება 1 ნოემბრიდან, შიდა საქალაქო მარშუტების ტრანსპორტირება ნახევარი საათით შემცირდება. ეს არ ეხება ისეთ სამარშუტო ხაზებს, რომლებიც მაგისტრალურ და ცენტრალურ უბნებთან არის დაკავშირებული”,-განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

ცვლილება ასევე ავტობუსების გრაფიკზეც აისახება.

თეგები: ტრანსპორტი